ინსტიტუტის სამეცნიერო ლაბორატორიების კვლევის მიმართულებები, პრობლემატიკა და თემატიკა

 

ლაბორატორია

ხელმძღვანელი

მიმართულება:  პრობლემატიკა

თემატიკა

ფიზიკური ქიმიის ლაბორატორია

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ვლადიმერ ციციშვილი

ფიზიკური ქიმია: ზედაპირული მოვლენები, ახალი ფოროვანი მასალების შექმნა

სინთეზური და ბუნებრივი ცეოლითები, ახალი სახისა და ფორმის ცეოლითების მიღების მეთოდების დამუშავება, მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შესწავლა კომპლექსური მეთოდებით და გამოყენების სფეროების დადგენა

ქრომატოგრაფიის ლაბორატორია

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი თეიმურაზ ანდრონიკაშვილი

ფიზიკური ქიმია: აირადი და თხევადი ქრომატოგრაფიისა და აირ-ადსორბციული ქრომატოგრაფიის მეცნიერული საფუძვლები

ზედაპირულ-ფენოვანი სორბენტების გამოყენება, აირ-ადსორბციული ქრომატოგრაფიული დაყოფის პროცესების კვლევა ადგილობრისი მინერალური ნედლეულის საფუძველზე, სინთეზირებულ მყარ სარჩულებზე

კოლოიდური ქიმიის ლაბორატორია

ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი მერაბ ჩარკვიანი

ფიზიკური ქიმია: ზედაპირული მოვლენები

კოლოიდურ-დისპერსული ალუმინსილიკატური სისტემების ადსორბციული და ქემოსორბციული თვისებების კვლევა

ანალიზური ქიმიის ლაბორატორია

ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი ნარგიზა ჯაბიშვილი

ანალიზური ქიმიის მეცნიერული საფუძვლების დამუშავება

იშვიათი ელემენტების ძნელადხსნადი ნაერთების სინთეზი და კვლევა, ახალი ანალიზური მეთოდების დამუშავებისა და კომპოზიციური მასალების შექმნის მიზნით

კატალიზის ლაბორატორია

ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი ალი იოსელიანი

ფიზიკური ქიმია: ნახშირწყალბადების კატალიზური გარდაქმნა, კრეკინგი და ჟანგვითი ამონოლიზი

მოდიფიცირებული მონტმორილონიტური ალუმოსილიკატების, ბუნებრივი და სინთეზური ცეოლითების ბაზაზე ახალი აქტიური კატალიზატორების შექმნა და კვლევა; გამონაბოლქვი აირების ღრმა დაჟანგვისათვის იაფი, სელექტიური და სტაბილური კატალიზური სისტემების შექმნა

ქიმიური ეკოლოგიის პრობლემათა ლაბორატორია

ქიმიის მეცნიერებათა .დოქტორი, პროფესორი ავთანდილ დოლიძე

სინთეზური ორგანული ქიმია, ბიოორგანული ქიმია, ქიმიური ეკოლოგია

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სინთეზი, მცენარეული მეორადი მეტადოლიტების დაბალმოლეკულური ბიორეგულატორების სინთეზი; სამხედრო და სამრეწველო ნარჩენების გაუვნებელყოფა-უტილიზაცია და გარემოს დაცვითი საშუალებების დამზადება

მაღალმოლეკუ-ლურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორია

ქიმიის მეცნიერებათა .დოქტორი, პროფესორი გივი პაპავა

პოლიმერების წარმოქმნისა და მოდიფიკაციის პროცესები

ახალი ტიპის კონდენსირებულ ბირთვიანი მონომერების მიღება, მიგრაციული პოლიმერიზაციის კანონზომიერებების კვლევა; მარცვლეული კულტურების სათესლე მასალის მრავალკომპონენტიანი დრაჟირებული კაფსულირებული კომპოზიციების მიღების და პარკოსანი კულტურების სათესლე მასალის აზოტმაფიქსირებელი ბაქტერიების შემცველი დრაჟირებულ კაფსულირებული კომპოზიციების მიღების ორიგინალური მეთოდების დამუშავება (ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მისაღებად და სასუქებისაგან გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად)

ორგანული სინთეზის ლაბორატორია

ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი გიორგი ქვარცხავა

სინთეზური ორგანული ქიმია, ბიოორგანული ქიმია, ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სინთეზი

სინთეზური სურნელოვანი ნივთიერებების სინთეზი და მათი გამოყენების სფეროების დადგენა;  „სუპერკრიტიკულ სითხეში» მიმდინარე პროცესები

კომპლექსნაერთ-თა ქიმიის ლაბორატორია

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გივი ცინცაძე

ლითონთა ბიოკოორდინაციული ნაერთების სინთეზი

ბიოკოორდინაციული ნაერთების მიზანდასახული სინთეზი, მათი აღნაგობის, ფიზიკურ-ქიმიური თვისებებისა და ბიოლოგიური აქტიობის კვლევა; მიღებული ნაერთების სამედიცინო და სამეურნეო გამოყენების პერსპექტივების დადგენა

ნავთობის ქიმიის ლაბორატორია

ქიმიის მეცნიერებათა .დოქტორი, პროფესორი ირაკლი ედილაშვილი

ნავთობის ქიმია

საქართველოს ნავთობების მაღალმდუღარე ნაწილისა და ნავთობგადამუშავების საფუძველზე ძირითადი ორგანული და ნავთობქიმიური სინთეზისათვის გამოსავალი ნაერთების მიღება; საქართველოს ნავთობების ბაზაზე სხვადასხვა დანიშნულების მასალების მიღება („ნორიოლ-ა», სატრანსმისიო ზეთები, მცენარეთა დაცვის ეფექტური საშუალებები, საცხი და საპოხი მასალები, საგზაო ბითუმები)

თხევადი საწვავის ქიმიისა და ტექნოლოგიის ლაბორატორია

ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი თეიმურაზ უჩანეიშვილი

ნავთობის ქიმია:  ნახშირწყალბა-დების რთული რეაქციების კატალიზი

ახალი ცეოლითური კატალიზატორების გამოყენება მაღალოქტანური ბენზინების მისაღებად, ნავთობის ფრაქციების ადსორბციული გაწმენდის უნარჩენო ტექნოლოგიის დამუშავება

ფიზიკურ-ქიმიური მეთოდებით კვლევის ლაბორატორია

ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი გურამ მაისურაძე

ფიზიკური ქიმია: ბუნებრივი და სინთეზური ცეოლითების მოდიფიცირება, ფიზიკურ-ქიმიური თვისებების კვლევა

მოდიფიცირებული ცეოლითების გამოყენება რესპუბლიკის მეურნეობის სხვადასხვა დარგში

ნავთობქიმიური პროცესების ლაბორატორია

ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი დიმიტრი შენგელია

ნავთობის ქიმია

ნავთობის სხვადასხვა ფრაქციებში შემავალი ნახშირწყალბადებისა და ჰეტეროორგანული ნაერთების ურთიერთგარდაქმნის კვლევა

კომპიუტერული ქიმიის ლაბორატორია

ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი კობა ამირხანაშვილი

ფიზიკური ქიმია: მათემატიკური მოდელირება და ინფორმატიკა

კვლევის შედეგების (ძირითადად ქრომატოგრაფიული კვლევების) ავტომატიზაცია